“300 ლარიანი კონპენსაცია ჩარიცხვები დაიწყო..” – გადაამოწმეთ დაგერიცხათ თუ არა ერთჯერადი დახმარება თქვენ

0

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის 300-ლარიანი დახმარების გაცემა დეკემბერში დაიწყო და ის უკვე 80 201-მა პირმა მიიღო, რაც 24 060 300 ლარია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, დღეს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია კიდევ 8 520 პირს ჩაერიცხება, რაც 2 556 000 ლარია. 24 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტიდან სულ ჯამში 26 616 300 ლარია გადარიცხული.

„შეგახსენებთ, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 24 დეკემბერს იწურება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 111 157 განაცხადი არის რეგისტრირებული.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.წყარო:bednierebis.club

Share.