მამამ შვილი ქმრის ღალატისთვის მოკლა, მაგრამ არ დაუჭერიათსოფლის ბირჟაზე მოიყვანეს და აყურებინეს ყველას, როგორ სცემდნენ…მოკლული ულუკფარ ულიევის ოჯახი შურისძიებას გეგმავსპირველი ფაქტი: გახმაურებული დანაშაულისაგარეჯოს სოფელ კაზლარში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოებაშეძრა. 21 წლის ულფუკარ გულიევი შეყვარებული გოგონას ოჯახისწევრებმა საშინელი წამებით მოკლეს. ბიჭი რამდენიმე საათი სკამზე თოკითჰყავდათ მიბმული, ხელკეტებით თავი გაუხეთქეს და წამებით ამოხადესსული.ასტანა გულიევი, გარდაცვლილის ბიძა:- ასეთი გაუგონარი რამ არასოდეს მომხდარა ჩვენს სოფელში. ულფუკარსდა იმ გოგოს დიდი ხანია, ერთმანეთი უყვართ. ჩემი ძმისშვილი გოგოსსახლში შარშან იყო მისული დასანიშნად, მაგრამ მამამისმა უარი უთხრა, -ჯერ პატარა არისო. ჩვენთან ასე ხდება, 14 წლის გოგოები ინიშნებიან დათხოვდებიან. გოგოს გათხოვებას მამა წყვეტს. ნათესავებსაც ვატანთ გოგოს.ასე ინიშნებიან, მაგრამ თუ გოგოს შეყვარებული ჰყავს, მაშინ ის ცდილობს,სახლიდან გაიპაროს და ვინც უყვარს, იმას გაჰყვეს ცოლად. თუ მოახერხადა გაიპარა, პოლიციასთან ერთად რომ მივლენ მასთან მშობლები, გოგოამბობს, – მიყვარსო და ვერაფერს ეტყვიან, მორჩა. ამის გამო არაფერი ხდება.დიდი ხანია, ამ ბავშვებსაც ერთმანეთი უყვართ. გოგო 15 წლისაა, მასუთქვამს ულფუკარისთვის, – მოდი და წამიყვანე, თორემ სხვაზემათხოვენებო. იმ საღამოს მიუღია გოგოსგან მესიჯი. სახლიდან ულფუკარიღამის პირველ საათზე გასულა, მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყომანქანაში. გოგოს მოსატაცებლად ულფუკარის ძმის მანქანით იყვნენ. გოგოთავისი ფეხით გამოსულა სახლიდან და მანქანაში ჩამჯდარა, მაგრამ უცებმანქანა ვერ დაუქოქავთ.ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს მამა, თავში ცულის ტარიჩაურტყამს ბიჭისთვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს, იმათ შერჩათჩემი ძმისშვილი. თავში ჩარტყმის შემდეგ შეუთრევიათ ბიჭი ეზოში, იქსკამზე თოკით მიუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათქარიმოვსა და მის ბიჭებს. თურმე, მისი ცოლიც ყვიროდა, – მოკალით,მოკალითო! მასაც ხელში ჯოხი ეჭირა, წამებით არის ბიჭი მოკლული. რომგენახათ გარდაცვლილი, გული მოგიკვდებოდათ. ყველა ტიროდა. ასეთი სისასტიკე რატომ? თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. არმატურით, ცულის ტარითადა ჯოხებით გაუხეთქეს ბიჭს თავი.სახე რამდენიმე ადგილას სიგარეტითჰქონდა დამწვარი. ეტყობა, ანთებულსიგარეტს სახეზე აქრობდნენ. ხელებსა დაფეხებზე თოკის ნაკვალევი ეტყობოდა,ერთი დაზიანება მკლავთანაც ჰქონდა.სხეულის სხვა ადგილებში არ ჰქონდადაზიანებები. ბიჭს გამიზნულად თავიგაუხეთქეს. თურმე რამდენიმე საათი ურტყამდნენ და წამებით ამოხადესსული. 5 საათზე შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ და როცა იქ მისულან, ბიჭიდაბმული უნახავთ. პოლიციელებს გაუხსნიათ გაკოჭილი.მარტო ერთის დასჯას ვერ შევეგუებით, მაშინ ჩვენი ადათით ვიძიებთმათზე შურს – ყველას ამოვხოცავთ ან მათ ყველაზე საუკეთესო შვილსისეთივე წამებით მოვკლავთ, როგორც ჩვენი ბიჭი მოკლეს. ორი შვილიმყავს და ამ ბავშვებს ობლად დავტოვებ და ამას გავაკეთებ, თუ ყველა არდაისჯება.სადაც ბიჭი ჰყავდათ დაბმული, იქვე ახლოს არის საძროხე. როგორც ჩანს,ბავშვს რომ ურტყამდნენ, ისე გამწარებით ყვიროდა, რომ მთელი ღამეთურმე საქონელიც ბღაოდა. 4 საათი აწამებდნენ ბავშვს. აქედანგადაასახლონ ეს ოჯახი, თუ არა ჩვენ ძირფესვიანად ამოვთხრით.მეორე ფაქტი: გაუხმაურებელი დანაშაულისოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი გოგო თურმე ქმრისნათესავებმა ღალატში ამხილეს. გოგონას ჩაუსაფრდნენ და მაშინ დაადგნენთავზე, როცა უცხო მამაკაცის მანქანაში იჯდა.იორმუღანლოს მკვიდრი:- ეს ამბავი ქმრის ბიძაშვილებმა იცოდნენ. ერთ დღეს გაეკიდნენ იმ მანქანას,სადაც გოგო იჯდა და ფაქტზე დაიჭირეს. მძღოლმა შენიშნა, რომმისდევდნენ, მანქანა გააჩერა, თვითონ გაიქცა და გოგო შერჩათ ნათესავებს.ის გადმოათრიეს მანქანიდან და იქვე სცემეს. მერე სოფლის ბირჟაზემოიყვანეს, მთელი სოფელი შეკრიბეს, შეარცხვინეს სახალხოდ დააყურებინეს ყველას, როგორ სცემდნენ მას. ამ დროს მოსულა გოგოს მამა დაუთქვამს: – ნუ შვებით, ამას ჩემი შვილი არ იზამდაო, მაგრამ მამასდაუმტკიცეს, რომ მართლები იყვნენ. ბიჭის მანქანაში ტელეფონი იპოვეს და
ტელეფონში მათი ერთად გადაღებული სურათები ნახეს. ამის გამო მამამმოკლა თავისი შვილი, მაგრამ ის არ დაუჭერიათ. – რატომ უნდა დაეჭირათ?რაც ამ გოგომ გააკეთა, საშინელი დანაშაულია. ორი შვილი ჰყავდა დაქმარი. ყველა ასე მოექცეოდა შვილს, ეს ჩვენი ადათია. გოგო ამის ღირსინამდვილად იყო. ახლანდელი ახალგაზდები ცუდად იქცევიან. ის ბიჭი რომდაეჭირათ, მასაც ჩაქოლავდნენ, მაგრამ გაიქცა…
წყარო: geoniusebi.ge