“21 წლის ბიჭმა უმცროსი და დაახრჩო რადგან..” – ნახეთ სიმართლე შოკისმომგვრელია

0

21 წლის ბიჭმა უმცროსი და დაახრჩო, რადგან ის დუბაიში ზღვის სანაპიროზე არ წაიყვანეს
უფაში 21 წლის ადგილობრივი მცხოვრები ეჭვმიტანილია თავისი 14 წლის ნახევარდის მკვლელობაში. როგორც „მაში“ წერს, გოგონას ცხედარი დახრჩობის ნიშნებით, 10 ოქტომბერს დილით, დედის მანქანის საბარგულში იპოვეს.

მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით ესმოდათ ყვირილი და დახმარების თხოვნა. სავარაუდოდ, ძმამ დაახრჩო, ცხედარი ბინიდან გადმოათრია და მანქანაში გადამალა. ტელეგრამის არხის ცნობით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა მისი ძმის ეჭვიანობა ყოფილიყო. სამივენი დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, ბავშვებს სხვადასხვა მამა ჰყავდათ. შესაძლოა, 21 წლის სერგეი გაბრაზებული იყო, რომ დუბაიში ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად არ მოხვდა.

თავად სერგეი მიმალულია და ეძებენ. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

Share.