”20:57 წუთზე პატრულმა გაგვაჩერა, ვფიქრობდი ახლა 3000 ლარიან ჯარიმას დამიწერენ თქო და ხელები ამიკანკალდა…” – რა შეემთხვა მოქალაქეს თბილისში ღამით

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ჩუტკერაშვილი წერს, თუ როგორ შესთავაზა დახმარება საპატრულო ეკიპაჟმა ქუჩაში, მაშინ, როდესაც კომენდანტის საათი ახლოვდებოდა.
თამარ ჩუტკერაშვილი მათ მადლობას უხდის.
“გუშინ, საღამოს, 20:57 წუთზე გადმოვკვეთეთ სანაპიროს მხრიდან გზა მე და ბესომ, რა თქმა უნდა, ჩქარი ნაბიჯით, რომ პატრულმა გაგვიჩერა მანქანა ( წარმოვიდგინე , როგორ გვაჯარიმებენ, როგორ ვვიშვიშებ და როგორ მიკანკალებს ხელები ამხელა ჯარიმის გადახდის დროს) და კითხვა მანქანიდან, შორს ცხოვრობთ?
ჩვენ ვუთხარით, რომ სულ მალე ეზოში შევიდოდით.

ვიფიქრეთ, წაგიყვანდითო.
მოულოდნელობისგან გავშტერდით, მადლობა გადავუხადეთ და შემოვაბიჯეთ ეზოშიც.
მთელი ღამე მეფიქრებოდა იმ ორ ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭზე, სამშობლოს რომ ემსახურებიან და ადამიანობა არ დაუკარგავთ.
ალბათ, იფიქრეს თუ სხვა ეკიპაჟი გაგვაჩერებდა, შესაძლოა, დავეჯარიმებინეთ.

პ.ს. ყველა წესზე და კანონზე უპირატესი სიყვარული და ადამიანობაა.
#მადლობაყველაიმადამიანსვისაცადამიანობაარდაუკარგავს, “- თამარ ჩუტკერაშვილი.

Share.