“200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, დახმარების გაცემა უკვე დაწყებულია..” – ნახეთ ხართ თუ არა სიაში

0

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი.რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი.
კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, თუნდაც 2 თვეს მაინც მუშაობდა, იღებდა ხელფასს, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური/შვებულებაშია და არ აუღია ხელფასი 2020 წლის დეკემბერში, ვერ აიღებს ხელფასს 2021 წლის იანვარში ან

თებერვალში. წინა თვის მონაცემების წარდგენა დამსაქმებელს ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით შეუძლია [6 თვის განმავლობაში].

200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, განაცხადის წარდგენა, შესაძლებელია მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან,

ამასთან, მოქალაქეს საშუალება აქვს გადაამოწმოს, არის თუ არა 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში.

გადასამოწმებლად გადადით ბმულზე

წყარო:ambavi.club

Share.