“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან(ფოტო ვიდეო)

0

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას, რომელიც წყნეთის გზაზე ცოტა ხნის წინ, მანქანაში ჩაცხრილეს, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს. როგორც „რუსთავი2“-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბიზნესმენის მანქანას მაშინ ესროლეს, როცა ის წყნეთის გზაზე გადაადგილდებოდა მძღოლთან ერთად. კაჭარავა ადგილზე გარდაიცვალა.Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად

კომპანია Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შსს-ში გვეუბნებიან, რომ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Share.