“2 წელია მამა აღარ მყავს,მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელია..” – ნახეთ რას წერს ქეთევან მუსელიანი, რომელიც აეროპორტში ვახტანგ ახობაძეს დახვდა?

0

“ეს არის სრული ვიდეო. მამაჩემი, ვახტანგ მუსელიანი, არის საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის დაფუძნებელი. მამა აღარ მყავს 2 წელია…
როდესაც ინტერნეტში ბატონი ვახტანგის გამარჯვების ვიდეო ვნახე, ძალიან გამახარა.
მაშინვე დავრეკე და გავარკვიე, როდის ჩამოფრინდებოდა საქართველოში, რომ სათანადოდ დავხვედროდი.
მე მინდოდა, ოდნავ მაინც გამეხარებინა და მამას წლების განმავლობაში ნაგროვები, რაც ჰქონდა მედლები, თასები, იქიდან ერთი რაიმე ამერჩია და მეჩუქებინა.

მამას კოლექცია ყველაზე ძვირფასია ჩემთვის… მერე წავედით მე, ჩემი დედიკო და გავიცანით გენიალური ადამიანი” – ამის შესახებ ქეთევან მუსელიანი, რომელიც აეროპორტში პარაოლიმპიელ ვახტანგ ახობაძეს დახვდა, სოციალურ ქსელში წერს.

Share.