”2 პატარა ბავშვი დარჩა, როგორ ვუთხრათ რომ დედა აღარ ჰყავთ…” – საბერძნეთში 25 წლის ქართველი გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს, ნახეთ ახალი დეტალები

0

საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც მისი ყოფილი მეუღლე ზრდის. საქართველოში ცხოვრობს გარდაცვლილის მამა სოსო კუპრაძეც. მეგი მათ სანახავად სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა.
ტრაგედიაზე გარდაცვლილის ერთ-ერთი ოზურგეთელი მეზობელი საუბრობს:
“მისი დედ-მამა სიყვარულით შეუღლდნენ თავის დროზე, თბილისში ცხოვრობდნენ და მეგისაც იქ ზრდიდნენ, თუმცა გაჭირვებას მათმა ქორწინებამაც ვეღარ გაუძლო… დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც გოგონას დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, შვილს კი მამა ზრდიდა. ყველაფერს აკეთებდა, ქალიშვილისთვის. მეგი ნაადრევად გათხოვდა და სოსოც ოზურგეთში დაბრუნდა… ალბათ ფიქრობდა, შვილს რაიონიდან უკეთ მივეხმარებიო. თუმცა, ოჯახი მეგისაც დაენგრა, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრა დედასთან.
მეგის ორი შვილი ჰყავს. მის შვილებსაც მისი ბედი ერგოთ, – ბავშვები მეგის ყოფილ მეუღლესთან ერთად იზრდებიან საქართველოში, დედა მათ სანახავად ხშირად ჩამოდიოდა.

მეგი ბოლო ხანს ფოტომოდელობდა, როგორც ვიცი, თავად მოძებნეს ფოტოგრაფებმა. არც კი ვიცით, მეგის მამა როგორ გაუძლებს ამ დარდს. დედის სურვილით, გოგონა საბერძნეთში დაიკრძალება. როგორც ამბობენ, გოგონა პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ.”

წყარო: ambavi.cc

Share.