“18 წლამდე ბავშვები მიიღებენ 50 ლარიან დახმარებას..” – ნახეთ როგორ უნდა მიიღოთ დახმარება

0

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს.
“პრაიმტაიმი” გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას, ვის და როგორ შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა.
რა არის პროგრამის არსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

რას მოიცავს პროგრამა?

18 წლამდე ასაკის თითოეული ბავშვისთვის ფულად დახმარებას თვეში 50 ლარის ოდენობით.

როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი?

ბენეფიციარ ოჯახებს კუთვნილი თანხა დაერიცხებათ ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად განახლებად მონაცემთა ერთიანი ბაზის საფუძველზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ხსნის საბანკო ანგარიშს მომსახურე ბანკში (“თიბისი ბანკი”), რომელზეც ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანხა შემდგომში ავტომატურად დაირიცხება.
წყარო:statiebi.club

Share.