ამ წუთებში შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
“გურია ნიუსს” ადგილიდან აწვდიან კადრებს, რა ხდება ამ დროისთვის შოვში.
ადამიანებს, რომლებიც სტიქიის ზონიდან გვიკავშირდებიან, ტრაგედიის შესახებ საუბარი უჭირთ.
“დღეს ამოვიყვანეთ 15 წლის გოგო,
კალმით ნახატი, გარდაცვლილი” , _ ამბობს ტრაგედიის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.
დღეს დილიდან სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში გურული მაშველებიც ჩაერთვნენ.