“14 წლის გოგონა ქმარმა სასტიკად მოკლა..” – ნახეთ საგარეჯოში უმძმესი ტრაგედიად ატრიალდა

0

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მკვლელობა მოხდა. 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.

არასრულწლოვანი გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.

ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, დეტალები უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Share.