„11 წლის შემდეგ მივხვდი თუ რა მითხრა და რას გულისხმობდა“ – ქართველი ემიგრანტი პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს

0

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მუშკუდიანი ემიგრაციაში გამგზავრების წინ, პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს:
„უკვე კარგა ხანია შეგვაჩვიეს უზნეობის ყურებას, მოსმენას და გატარებას. ვიღაცას, ისეთი დაბალი დონის საზოგადოებად მივაჩნივართ, რომ გვაჩვენა სხვისი პირადი ცხოვრება და რეაქცია რაღაცნაირი. თქვე ნაცებო, თქვე ქოცებო, ამით ამოიწურა. ვიღაცამ მამათმავალი წინამძღვარიანი ეკლესიის შვილები ხართო და ვერც ეს გავიგეთ წესიერად. აქცია პატრიარქის მხარდასაჭერად კარგია, გაიხარებს მოხუცი უწმინდესი, მაგრამ ცოტაა!საქმე პიროვნებებში არ არის! საქმე საზოგადოებაშია!!! რა ვთქვით მასშტაბური, რით შევაწყვეტინეთ ქირქილი სხვებს?! პირადად მე,მაკადრეს ისეთი რამ, რაც არავის ცხოვრებაში არ უკადრებია.

P.შ.მუდმივად სამებაში დავდიოდი წლები და არცერთხელ არ მოსულა ჩემთან პატრიარქი. ვინ მიმიშვებდა, იქ ისეთები ხდებოდა. ემიგრაციაში წასვლა რომ გადავწყვიტე, სწორედ იმ საღამოს ჩამიარა და მობრუნდა. სადღაც მესამე რიგში ვიდექი. თავზე ხელი დამადო და წავიდა. თავი ავწიე და უცებ, არ მობრუნდა? ისე მოხდა, თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. ჩვეულზე დიდ ხანს დამადო თავზე ხელი და გავიგონე-მოითმინე ტკივილი, გაიმარჯვებ!. 11წლის შემდეგ მივხვდი რა მითხრა და რას გულისხმობდა… ვითმენ, თურმე რამდენი რამ მელოდა მოსათმენი…სამაგიეროდ ვიცი, რომ გავიმარჯვებ!“ – წერს ნინო მუშკუდიანი.
წყარო: genews.ge

Share.