გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, მდინარე ლიახვში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, 14 ივლისს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ იყო ჩასული.
თვითმხილველთა თქმით, ბავშვმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დინებამ წაიღო. თანატოლებმა კი მისი შველა ვერ შეძლეს.
წყარო:ambavi.club