“1 წლიანი სამგზავრო აბონიმენტი ეღირება 250 ლარი..” – ნახეთ 1 თებერვლიდან მგაზვრობის სისტემა სრულიად იცვლება,როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი სერვისით

0

2022 წლის პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ულიმიტო სატრანსპორტო აბონემენტი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.კახა კალაძის განცხადებით, მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მომხმარებლები 5 იანვრიდან უკვე შეძლებენ ბარათების შეძენას მეტროს სალაროებს და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალებში.როგორც კალაძემ განმარტა, ბარათები იქნება როგორც ერთდღიანი, ასევე ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი:

ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი, რომელიც 1 ლარი ეღირება – იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან;
ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი ეღირება 3 ლარი – ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად;
ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი ეღირება 20 ლარი –ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;
ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი, რომლის ღირებულებაც 40 ლარი იქნება – ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ);
ულიმიტო, სამთვიანი ბარათი ეღირება 100 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის);
ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი ეღირება 150 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;
ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი ეღირება 250 ლარი – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.
სააბონემენტე ულიმიტო გადახდის სისტემა ძალაში 1 თებერვლიდან შევა.
წყარო:statiebi.club

Share.