1 საათში დაინფიცირებული ბიჭის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და სად წავსულიყავი…

0

მე დღეს ორ კაცთან ერთად არ ვიკვებები, განა იმიტომ, რომ არ მინდა ყავის დალევა და საუბარი სხვებთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ახლა ის მომენტია, როცა ერთადერთი იმ შემთხვევაში გადარჩება კაცობრიობა, თუ დავიცავთ სოციალურ დისტანციას,-ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა postv-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული ამბები დაიწყო, თითქმის არ სძინავს და ცდილობს, მაქსიმალურად შეისწავლოს ეს დაავადება.
„24 საათში შეიძლება, ზოგჯერ მხოლოდ 1 საათი მეძინოს, თითქმის არ მძინავს და ყველაფერი მაინტერესებს, რაც ამ ვირუსის ბიოლოგიას ეხება. დასკვნა არის ერთადერთი, რომ ეს არის ახლად აღმოცენებული ვირუსი, რომელიც აუცილებლად დაწყნარდება. დღეს ჩვენ უკვე გაცილებით მეტი ვიცით მასზე, ვიდრე იცოდნენ იტალიაში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, ჩვენ ძალიან მალე დავდებთ კვლევის შედეგს, რომელიც კლინიკაში ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ რაღაც განსხვავებული გენოტიპ ბიო-ქიმიური მასალები მივიღეთ.

საქართველოში გვყავდა ძალიან დიდი მეცნიერი, ბ-ნი ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელიც წერდა, რომ ყველა დაავადება მიკროორგანიზმით არის წარმოშობილი. მას ჰქონდა კვლევა ქოლერაზე და ამბობდა, რომ გაგრაში სხვანაიარი გამოვლინება ჰქონდა პაციენტს და ბათუმში- სხვა. ანუ გეოგრაფიული ტროპიზმი ახასიათებსო. ასევეა ეს ვირუსიც. სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას განსხვავებული გამოვლინებით, მაგალითად, ჩვენს პაციენტებს სუნთქვის უკმარისობა ისე ეწყებათ, რომ მწოლიარე მდგომარეობაში ვერც კი გრძნობენ. მაგალითად, გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც თვალსა და ხელს შუა დაგვიმძიმდა ისე, რომ თვითონ ვერ გრძნობდა სუნთქვის უკმარისობას. გვყავდა 42 წლის ბიჭი, რომელიც ასევე თვალსა და ხელს შუა, 1 საათში ისე დამიმძიმდა, რომ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, რა გამეკეთებინა. საბედნიეროდ, გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და ხვალ პალატაში გადავიყვანთ. ეს არის სრულიად განსხვავებული სუნთქვის უკმარისობა“,-განაცხადა მან.

Share.