“ჯერ წამებით მოკლა გოგონა,შემდეგ დედას დაურეკა და ისეთი რამ გააკეთა რომ ვერ წარმოიდგენთ..”

0

მარიკა ბუთხუზის ცხედარი ოჯახის წევრებმა საძინებელში იპოვეს. 36 წლის ქალი სასტიკად ნაცემი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მას ჯერ ხელკეტით გაუსწორდა შემდეგ კი, ელექტროშოკი გამოიყენა. ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო რომ ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა – ეს გამოძიების ოფიციალური ვერსიაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ქალს ფიზიკურად მისივე ნათესავი, 42 წლის მამაკაცი გაუსწორდა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. “კურიერის” ინფორმაციით, ბრალდებული თეიმურაზ ბუთხუზია.

მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მეზობლებმა ქალის ყვირილიც გაიგეს, თუმცა როგორც თავად ჰყვებიან, კონფლიქტი მალევე ამოიწურა. ამბობენ, რომ ბინიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა.

ჰუალინგის დასახლებაში მდებარე ბინა ახლა დალუქულია. “კურიერმა” გაარკვია რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელმა კვალის დაფარვა გადაწყვიტა და შემთხვევის ადგილი დაასუფთავა. რამდენიმე საათის შემდეგ კი მარიკა ბუთხუზის დედას დაურეკა და უთხრა რომ მისი შვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ნახა. ადგილზე მისვლის შემდეგ ოჯახმა პოლიცია გამოიძახა.

თეიმურაზ ბუთხუზს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა ცნობილია რომ ის დანაშაულს არ აღიარებს და მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. 42 წლის მამაკაცს ჰყავს ადვოკატიც, თუმცა დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე ნინო მჭედლიშვილი დეტალებზე ვერ საუბროს.

მარიკა ბუთხუზს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 36 წლის ქალის სასტიკად მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 10–15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო:ambavi.club

Share.