მომღერალი ზურა ზაალიშვილი გუშინ კორონავირუსით გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი, საბერძნეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე იყო.
„შენ ჩემი გულის დიდი დანაკლისი და დიდი ტკივილი ხარ. სევდით სავსე მოგონებებთან დაგვტოვა შენმა კეთილმა გულმა. ნათელში იყოს შენი ლამაზი და უბოროტო სული ჩემო ძმაო… არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ტკივილს გააქარწყლებს. ნათელი და სანთელი ჩემო ზურო იმ ქვეყნად…“ – ასე დაემშვიდობა სოციალურ ქსელში ნათესავი.
გარდაცვლილი მეუღლეს, ანა ზაალიშვილი ამბობს, რომ მას არაფერი აწუხებდა:
„არაფერი აწუხებდა, ისეთი ჯანმრთელი იყო, 21 წლის მანძილზე სიცხეც არ ჰქონია. ბოლო დროს ყელს ხშირად იტკიებდა. პერიოდულად ახველებდა, მაგრამ არაფერი საგანგაშო არ ყოფილა. არ ვიცი როგორ და ვისგან დაინფიცირდა. სოფელში, კახეთში იყო წასული. ერთ დღესაც მომწერა, მგონი კოვიდი მაქვსო. მერე ტესტმაც დაადასტურა…
დღის განმავლობაში ხშირად გვქონდა მიმოწერა. უკვე კარგად გრძნობდა თავს, უკვე სიცხეც აღარ ჰქონდა. დილით მომწერა, ახლა კარგად ვარ და ხვალ დილით უკეთესად ვიქნებიო და… იმ ღამეს არ ვიცი რა მოხდა… დაიღუპა. მითხრეს ფილტვები გადაეკეტა და თრომბი განვითარდაო. მიზეზს აღარ დავეძებ, ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო…”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ანა ზაალიშვილმა.
წყარო:dainteresdi.club