“ხელფასთან ერთად დანამატი იქნება 5000 ლარის ოდენობით..” – ნახეთ ვის შეუძლია დასაქმდეს და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ

0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18-დან 30 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და მათ 8-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას სთავაზობს
„სპეციალური ოპერაცების ძალები 18-დან 30 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს 8-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლას სთავაზობს.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ გაიაროთ რეინჯერის, საპარაშუტო და

სპეციალური დანიშნულების კურსები.
წარმატებული კურსანტები გახდებიან სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლები და ისარგებლებენ მაღალი ანაზღაურებით. მათი საწყისი დარიცხული ხელფასი 1207 ლარია; რეინჯერის კურსის გავლის შემდეგ, დაგერიცხებათ დანამატი 250 ლარის, ხოლო რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების კურსის გავლის შემდეგ, დანამატი 450 ლარის ოდენობით. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით;

პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ერთჯერადი დანამატის სახით მიიღებენ 5 000 ლარს; მათ მომდევნო 2-წლიანი კონტრაქტისას – 3 000 ლარი, ხოლო მომდევნო 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი გადაეცემათ.

მებრძოლები უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობითა და მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით.

სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე რეგისტრაცია შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, გორი, თელავი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, მუხროვანი.

საკონტაქტო: (+995) 577 39 50 59
წყარო:dainteresdi.club

Share.