თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში 15 წლის მოზარდი მარიამ ბენაშვილი გარდაიცვალა, რომელიც 20 დღის წინ დედოფლისწყაროში, მშენებარე პარკის ხელოვნურ ტბაში შეუძლოდ გახდა.
“მარიამი 16 სექტემბერს 16 წლის გახდებოდა. 21 აგვისტოს დედოფლისწყაროში ჯაფარიძეების უბნიდან მოზარდები ავტობუსით მშენებარე პარკში წავიდნენ გასართობად. მარიამი ხელოვნურ ტბაში ტანსაცმლით და ფეხსაცმლით იპოვეს უგონო მდგომარეობაში. წყალში თვითონ ჩავიდა, ჩავარდა, თუ ხელი კრეს და ჩააგდეს, არავინ იცის, მოზარდები არაფერს ამბობენ. ზოგადად, მარიამს წყლის შიში ჰქონდა…
გოგონა ერთ ბიჭს, ადგილობრივს ამოუყვანია წყლიდან და სასწრაფო დახმარება გამოუძახიათ, სასწრაფოს ექიმებს უთქვამთ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო და მაშველებს აუმუშავებიათ მისი გული. მას მერე მარიამს ტვინი ჰქონდა გათიშული და 20 დღის განმავლობაში კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ვერაფერი უშველეს. ექიმებმაც ვერ გაიგეს, გოგონას რა დაემართა, იმის მიხედვით რომ მეღოთ ზომები.
წყარო:daijesti.com