“ხელები შეუკრეს და წამებით მოკლეს ჩვენი ბიჭი..” – ნახეთ ახლახანს ძმებმა ახალგაზრდა ბიჭი წამებით დაუნდობლად მოკლეს

0

ქარელის მუნიციპალიტეტში შუახნის ასაკს გადაცილებულმა ძმებმა მედოშვილებმა ახალგაზრდა მეზობელი, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი წამებით მოკლეს. სოფელ ზღუდერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია.განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესახებ მთავარ არხთან ადგილობრივებმა ისაუბრეს. ზღუდერის მცხოვრებლებს დანაშაულის მოტივზე საუბარი უჭირთ. წარსულში არსებულ კონფლიქტზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.“ჩემ ხელში გაიზარდა,

საკუთარი შვილივით გავზარდე, როგორ არ მეტკინება… არაფერი დაუშავებია ამ ბავშვს. ქეიფობდნენ სუფრაზე, გამოვიდა და დახვდა… ჩხუბი მოუვიდათ… კი იჩხუბეს მაგრამ, ან ხელი დაარტყი, ან სიტყვიერად გაარჩიეთ… ასე სასიკვდილოდ? ხელები შეუკრეს და ისე ცემეს ბავშვი. გავიგე რომ უკან ჰქონდა ხელები შეკრული, რომ ვერ დასძალეს მერე შეუკრეს. ყელზე ნათითურები და ჩალურჯებები აქვს, მუხლები დასხვეპილი ჰქონდა, სულ ტალახშია ნაგორავები, თავი დარტყმული აქვს,” – აცხადებს მოკლული ახალგაზრდის ახლობელი.

Share.