“სიკვდილს გადავარჩინე ერთხელ,დამირეკა და შემეხვეწა რომ..” – ნახეთ რა გაამხილა ატირებულმა ლელა წურწუმიამ კესოზე

0

ლელა წურწუმია კესარია აბრამიძის მკვლელობას ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და მეგობარს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა.„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ

პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…
როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.

Share.