ცნობილი ხდება ხაშურში მოკლული 63 წლის მამაკაცის, თემურ მახარაშვილის და მისი მეუღლის შესახებ ახალი დეტალები.
“ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. უსინათლო კაცს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აქვს. კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში რჩება მისი მეუღლეც.
ცოლ-ქმარზე თავდასხმა სოფელ ოსიაურში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მეზობლების თქმით, მოკლულს ჭრილობები საკუთარმა სიძემ დანით მიაყენა.
ამ დილას მოუკლავს, მერე გაქცეულა და აიყვანეს იქო… სიძემ მოკლა სიმამრი. ბათუმთან აუყვანიათო…
– სახლში ერთად ცხოვრობდნენ. 5 წელია ეს ბიჭი აქ ცხოვრობს. შიგნით არ ვიცით რა ხდებოდა, თუმცა მეზობლებს არასდროს არაფერი ზედმეტი არ გაგვიგია. მოკლულის მეუღლეც ძალიან არის ნაცემი და რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი…
– დანით არის მოკლულიო. სიძეა… ერთად ცხოვრობდნენ დროებითო. ის ბიჭი წასვლას კი აპირებდა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა…
– ახლა გავიგე სიძემ მოკლა სიმამრიო. უსინათლო კაცია, მთელი ცხოვრება შრომაში აქვს გატარებული…“ – აცხადებენ მეზობლები.
წყარო:geonewest.com