“ჭორები გაბუნიასთან ურთიერთობაზე, შვილი პრეზიდენტისგან და დიდი ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში..”

0

სოფო ნიჟარაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მომღერალია. ის ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხშრიად მოქცეულა. სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისში. შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში “იავნანამ რა ჰქნა”, სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა.
ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, “ბასტი-ბუბუს” სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი “Sous Le Ciel De Paris”. ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.

სოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა. 2010 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნიჟარაძე 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წამრგენად დაასახელა. იმ წელს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე ქულათა საერთო ჯამით მეცხრე ადგილზე გავიდა.

2013 წელს მეგა-პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას, სოფომ შემზარავი ამბავი გაიგო, მამის გარდაცვალების შესახებ. მომღერალმა ეს ძალიან განიცადა. ამ ამბის შემდეგ, სოფო კარგა ხანს ვერ უბრუნდებოდა ჩვეულ ფორმას. როგორც ამბობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ პირადი ექიმი დაჰყვებოდა და სცენაზე გასვლამდე ტკივილის შესამსუბუქებლად ნემსს უკეთებდა. ამ ამბის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე ის სცენას ვერ უბრუნდებოდა.

რაც შეეხება სკანდალებს, გავრცელებული ინფორმაციით, სოფო ნიჟარაძეს და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ურთიერთობა ჰქონდათ, ამ ჭორმა მთელი თბილისი მოიცვა, თუმცა ისინი ინფორმაციას არც ადასტურებდნენ და არც უარყოფდნენ.

ბოლო პერიოდში კი სოფო საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. დადიოდა ჭორები რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სოფოს ამერიკაში სახლი უყიდა. თუმცა ეს ჭორებად დარჩა. ამის შემდეგ კი მომღერალი ამერიკაში დედა გახდა, მას გოგონა ელის-მარია შეეძინა.

მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ბავშვის მამის ვინაობას, თუმცა ბოლოს მაინც გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ელის-მარიას მამა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა.
წყარო: daqali.club

Share.