“მე მეეზოვე ვარ.50 წელს გადავაბიჯე დიდი ხანია.რამდენიმე წლის წინ როცა სამსახურს ვეძებდი ყველგან ასაკის გამო მიწუნებდნენ.ბოლოს კი აქ ამოვყავი თავი და წლებია შემოვრჩი. ჩემი გრაფიკი დილის 07:30 დან იწყება 11:30 მდეა მაგრამ რეალურად ხშირად შუადღემდე მიწევს დარჩენა და გეგმის შესრულება.მაბარია 6000 კვადრატი რომლის დასუფთავება ამ დროში მითუმეტეს შემოსგომით რთულია.თუ არ დარჩები მეტ ხანს მოდიან გამოწმებენ უფროსები.ან კიდევ თვითონ მაცხოვრებლები რეკავენ დროზე არ დალაგდაო.
ხელფასი 400 ლარი მაქვს.ამას ეჭრებოდა საპენსიოს 5 ლარი და გავაუქმებიე უარი ვთქვი.წლებია არ მოგვამტებია ხელფასი.ახლაც სექტემბერში დაგვპირდნენ 100 ლარით გაზრდას მაგრამ მოგვატყუეს.ადრე გიორგობას აღდგომას 200 ლარებს გვირიცხავდნენ ეხლა არც მაგას არ გვირიცხავენ არ ემეტებათ ჩვენთვის.ხმას თუ ამოიღებ ინტეიგანად გთვლიან.ერთხელ ბრიგადის უფროსთან დავიწყწუნე პრობლემებზე და სიდენიიდან კინაღამ გადმომიხტა.რა ენაღვლება იმას ხელფასი 1000 ლარი აქვს. ხო კიდევ
არიან სპეც მეეზოვეები ( ბიჭები ) იმათ იძახებენ ხოლმე როჩა ჩვენ ვისვენებთ ან რთული ადგილებია დასალაგებელი.წყვილებში მუშაობენ და სწრაფები არიან ახალგაზრდები მაგათ 660 აქვთ ხელფასი. დანარჩენი ძირითადად სულ ხნიერი ხალხია აქ დასაქმებულები.სხვა ალტერნატივა რომ არ აქვთ და იძულებულნი არიან 400 ლარზე იმუშაონ.
არადა საკმაოდ მძიმე საქმეა.ყველაფერს რომ თავი დავამებოთ ნაგვის გატანა ეზარებათ ურნამდე და იქვე სკვერის ურნებში ყრიან ან სადარბაზოებთან ტოვებენ მერე ძაღლები ფანტავენ მთელ ეზოში.არ ვიძახი ფანჩატურებზე რესტორნის მაგიდა გვხდება გაშლილი და ძაღლებისგან დაფანტული მთელ ტერიტორიაზე და აქეთ კიდე დიდი მოთხოვნები რომ დროულად უნდა დალაგდეს გარშემო ყველაფერი.ერთერთ ბაღში ვინახავ ურიკას და დილით რომ მივდივარ სახლის ნაგვით მხვდება გადავსებული და იმას არავინ ფიქრობს რომ ეგ ურიკა 70 კილოს იწონის და მარტო ქალმა უნდა ავწიო და გადავყარო. მაგრამ არის ისეთი ხალხიც რომ ნამუსსზე აგდებენ ასეთებს ეჩხუბებიან და მხარს გვიჭერენ მაგრამ ასეთები სამწუხაროდ ცოტაა.
არც ინვერტარი არ ვარგა ყველას გატეხილი ურიკები აქვთ აქანდაზებს პირი არ უვარგათ პატარა ცოცხებს ჩვენ ვყიდულობთ ფორმებზე ხომ არაა საუბარი არაფრად არ ვარგა არც ზურგილები და არც საწვიმრები დიდ ცოცხებზეც ხშირია პრობლემა სულ გამოზოგვა გვიწევს ჰაერში ხომ ვერ დავგვით ასვალთს ვგვით მითუმეტეს როცა სველია მალე ცვდება ისედაც უხარისხო ცოცხი. ჩვენი პროპკავშირი საერთოდ რას აკეთებს არ ვიცი.იციან ყველაფერი ძალიან კარგად რა მდგომარეობაშიც ვართ მაგრამ არაფერი. სხვათაშორის 2015 წელს ხმა ვინც ამოიღო და გაიფიცა სამსახურიდან გაუშვეს.ახლა ყველა ჩუმადაა.ჩვენ არჩევნებზე ვახსენდებით ხოლმე ისიც იმიტო რო შეამოწმონ მივედით თუ არა და მივეცით თუ არა ხმა. ისე არავის არფერში ვახსოვართ. არც რაიმეს იმედი მაქვს რომ შეიცვალოს.” წყარო:fb გვერდი არა მონობას