სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა გიორგი კაკაშვილია. როგორც ადგილობრივები ამბობენ გიორგი მშრომელი ბიჭი იყო, ახალგაზრდა სასოფლო- სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ გასულ წელს, გიორგის დის ქმარიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა…
ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა მეორე ახალგაზრდა შალვა ხოხონიშვილი, შალვა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით
ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.წყარო:bednierebis.club