“წინა თვეს დედა მოუკვდა,ბოლოს ისეთი რამ თქვა ადგილზე გავქვავდი..” – ნახეთ გარდაცვლილი ქალის ბოლო სიტყვები

0

34 წლის ჟანა ხალილოვას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ის მეუღლესთან დაშორებული იყო და მეორე შვილთან, 13 წლის გოგონასთან ერთად ცალკე ცხოვრობდა, 17 წლის ვაჟი კი მამასთან იყო.როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, მეუღლე ქალზე ძალადობდა და სამართალდამცველებთან პრობლემებიც ჰქონდა.
„ჟანას შიშით არ ეშინოდა… ადრე ვკითხე, რატომ აჭმევინებ თავს-თქო და

მე აღარ მერჩის, თავის თავს ერჩის, მეცოდება ეგეცო. ხმები დადიოდა, რომ ძალიან ამწარებდა. ნარკომანი არისო… სასტიკადაც სცემდაო… ჟანას ძალიან ნატანჯი სული ჰქონდა.
დილიდან საშინელი ხმა გაიგეს, ყვირილი, წივილი… შემდეგ ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. წარმოუდგენელია, დაჯერება მიჭირს, რომ დედა ასე გაიმეტა.
ჩანთების მაღაზია ჰქონდა, თავისი შრომით ნაკოწიწები. თურქეთში აპირებდა წასვლას, რომ ჩამოეტანა მარაგი. იმედი მაქვს, გამოძიება მალე დაადგენს რა მოხდა, გული ჩამწყვიტა საშინლად. წინა თვეებში დედაც მოუკვდა, სულ ტიროდა… ბოლოს რომ იყო ჩემთან, რამდენჯერმე თქვა, სიცოცხლე მომბეზრდაო…“, – გვიყვება მოკლული ქალის ახლობელი.
წყარო:ambavi.club

Share.