“წინა დღით საბრალო გოგონა წერდა რომ..” – ნახეთ 23 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა. ტირის მთელი სამტრედია

0

სამ­ტრე­დი­ა­ში 23 ლანა დარ­ჯა­ნია გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.
რო­გორც მისი ახ­ლო­ბე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, დარ­ჯა­ნი­ამ ოპე­რა­ცია ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა უკვე სახ­ლში იყო გა­წე­რი­ლი და წუ­ხელ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რა დრო­საც ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ამის შემ­დეგ დარ­ჯა­ნია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მიდი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

“გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. სახ­ლში რომ წა­ვი­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. “ფე­ის­ბუქ­ზე” “სთო­რებს” დებ­და, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ და­ი­ღა­ლა ტკი­ვი­ლით და მეტი აღარ შე­ეძ­ლო. გუ­შინ ღამე სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ისევ, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა” – გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ქუ­თა­ის­ში კლი­ნი­კა “გიდს”, სა­დაც გო­გო­ნამ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა:

“ლანა დარ­ჯა­ნი­ამ ოპე­რა­ცია ჩვენ­თან 19 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­კე­თა, ოპე­რა­ცი­ამ­დე მას ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და ამ კვლე­ვებ­მა ექიმს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ ოპე­რა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ოპე­რა­ცი­ას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნდა ერთი დღე და მე­ო­რე დღეს ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ე­წე­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ოპე­რა­ცი­ი­დან გა­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე დღე, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ სის­ხლდე­ნა და­ი­წყო. ფაქ­ტზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. კლი­ნი­კაც და ექი­მიც, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან” – გვი­თხრეს კლი­ნი­კა­ში.

Share.