”წელს ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ.. იცით რატომ?” – ნახეთ რას ამბოს გიორგი გახარია

0

უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართველებმა საქართველოში უნდა დაისვენონ და ქართულ ტურიზმში უნდა დახარჯონ ფული.
მისი განცხადებით, შიდა ტურიზმს თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

“ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ”, – განაცხადა გახარიამ.

Share.