“წარმატებები მისურვეთ მეგობრებო..” – ნახეთ ვის უძღვნის ამერიკულ ნიჭიერში გამოსვლას ნინი შერმადინი

0

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოსვლისთვის ემზადება. როგორც თავად წერს „ინსტაგრამზე“, ის პროექტის შესარჩევ ტურში მონაწილეობს. მან ონლაინ რეგისტრაცია უკვე გაიარა.
ნინი აღნიშნავს:

„თითებს გადავაჯვარედინებ!.. თუკი ამას შევძლებ, ჩემს გამოსვლას ჩემი უსაყვარლესი მშობლების ნათელ მოგონებას მივუძღვნი, ასევე მათ, ვინც ამ პანდემიამ შეიწირა. მისურვეთ წარმატებები, მეგობრებო. ერთი სული მაქვს, ვნახო, წინ რა მელოდება!..“
შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედ-მამა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
წყარო:dainteresdi.club

Share.