“წავიდა, ისიამოვნა და ამ წუთებში დედამისი კვდება რეამინაციაში შვილის დაუდევრობის გამო” – ლევან რატიანის მოულოდნელი განცხადება

0

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორის თქმით, მათ ჰყავთ კლინიკაში პაციენტი, რომლის ახალგაზრდა წევრის დაუდევრობის გამო, ის რეანიმაციაში კვდება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სპეცპროექტ „COVID-19″-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისაუბრა.

„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში.

ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდნეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები.“

წყარო – პრაიმტაიმი

Share.