“ბანკომატიდან თანხა მოვხსენი და წავედი ტაქსით, რომ გადმოვედი მივხვდი ფული არ ამიღი..” – დავბრუნდი უიმედოდ და რას ვხედავ?!

0

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ეს არის პატარა, თუმცა ძალიან თბილი ამბავი, რომელი ცოტახნის წინ ფეისბუქზე, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ჩვენმა ბლოგმა გადაწყვიტა, რომ ეს პატარა ამბავი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ…
წერეთელზე ბანკომატიდან ფული მოვხსენი. წავედი დელისთან და ტაქსიდან, რომ გადმოვედი მივხვდი, რომ ფული არ ამიღია, მარტო ბარათი გამოვაძრე. ძაან უიმედოდ დავბრუნდი ისევ ბანკომატთან და მხვდება ქალი, ცალ ხელში დიდი პარკი უჭირავს და

აშკარად ცუდ ხასიათზეა. მივედი ბანკომატთან და ცხადია ფული აღარ იყო. საკმაოდ სოლიდურ თანხაზე მაქ ლაპარაკი და არა ოც ლარზე. მაგრად შევაგინე საკუთარ თავს.
უცებ მიტრიალდება ეს ქალი და მეკითხება შენ დაგავიწყდა ფულის აღებაო? კი თქო ვუპასუხე. აბა რამდენი იყოვო? ვუთხარი რამდენიც იყო. მერე შე დალოცვილო რა დამაყუდე აქ ერთი საათით, ცოტა ადრე ვერ მობრუნდიო და გადმომცა ფული. ერთ საათზე მეტხანს მელოდებოდა… წყარო:genews.ge

Share.