“ძლიერი წვიმები,თოვლი,სეტყვა..” – ნახეთ საქართველოში ცუდი ამინდების სერია იწყება. ცნობილია როდის გამოიდარებს

0

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ნისლი, ქარის გაძლიერება – ასეთ ამინდს, სინოპტიკოსები, საქართველოში, დღეიდან პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.უამინდობა 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


წყარო:niustv.com

Share.