“ძლიერი ქარები, ქარბუქი, შტორმი და ისევ თოვლი..” – ნახეთ საქართველოში ამინდი მოულოდნელად უარესდება

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. მათივე ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი; მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი; დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
წყარო:daqali.club

Share.