რა გახდა 31 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ცნობილი არ არის. ლევანის მეგობარი ყვება:
დათო ლონდარიძე, მუსიკოსი, გიტარისტი:
– ლევანის ძალიან ახლო მეგობარი ვიყავი და არა მარტო მეგობარი, პროფესიული კუთხითაც ერთმანეთის თანამოაზრეები გახლდით… ბოლო პერიოდში მენჯზე ჰქონდა პრობლემა… კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა – კოვიდმა
ძალიან ცუდი რაღაც დამიტოვაო – მენჯის ძვლის შლა ჰქონდა. ოპერაცია იყო გასაკეთებელი, ჯოხითაც დადიოდა და იმპლანტაციას საჭიროებდა. ტკივილი ხან უნელდებოდა, ხან უმატებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ოპერაციამდე ვერ მივიდა. კონცერტებით იყო დატვირთული, რაც ხელს უშლიდა და ეს ეტაპი ასე გაეწელა.
წყარო:statiebi.club