ძალიან სასიხარულო ინფორმაცია!!! ოფიციალურად დადასტურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტურ სამკურნალო საშუალებად

0

ორონავირუსის ექსპერიმენტული წამალი, რემდესივირი, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. ამის შესახებ ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა აღნიშნულმა უწყებამ პარასკევს.
რემდესივირი გახლავთ პირველი სანქცირებული და ოფიციალურად დასაშვები სამკურნალო პრეპარატი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც ზემოხსენებული ამერიკული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა, სტეპენ ჰანმა უკვე დაადასტურა.

“ეს გახლავთ მნიშვნელოვანი კლინიკური წარმატება, რომელმაც სტატისტიკურად მრავალი პაციენტის შემთხვევაში დადებითად იმოქმედა- დაავადებული ადამიანები, რომლებსაც რემდესივირით უმკურნალეს ძალზე მალე გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან. ეს არის პირველი ავტორიზებული თერაპია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“- განაცხადა ჰანმა.

ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ თავის გამოქვეყნებულ წერილში რემდესივირთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული პრეპარატი დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კორონავირუსით ლაბორატორიულად დადასტურებულ ინფიცირებულ ადამიანებსა და იმ კრიტიკულად მძიმე პაციენტებზეც კი, რომელთაც სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე აღენიშნებათ, სჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ვენტილატორები.

რემდესივირს გააჩნია აგრეთვე გარკვეული გვერდითი ეფექტებიც, რომელიც შეიცავს ღვიძლის ფერმენტების მომატებულ დონეს, რაც შესაძლოა იყოს ნიშანი ანთების ან ღვიძლის უჯრედებში კონკრეტული დაზიანებებისა. ერთ- ერთი გვერდითი მოვლენა და უკურეაქცია პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა იყოს აგრეთვე დაბალი არტერიული წნევა, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და ცახცახი.
წყარო:newpost.ge

Share.