“ძალიან მძიმე დიაგნოზი დამისვეს,ავთვისებიანი სიმსივნე..” – ნახეთ რა უბედურება დაატყდა თავს გიორგი გილიგაშვილს

0

ცნობილ ტელესახეს გიორგი გილიგაშვილს სიმსივნე დაუდგინდა, ამის შესახებ მან ”პრაიმტაიმთან” განაცხადა. გიორგიმ ოპერაცია თურქეთში 1 კვირის წინ გაიკეთა.
”ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობისთვის ვემზადებოდი, ამისთვის საჭირო იყო სამედიცინო შემოწმება, მაშინ ფარისებრ ჯირკვალზე კვანძები აღმომაჩნდა. ყურადღება არ მიმიქცევია, კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა არ მინდოდა. როცა ეს ამბავი ირაკლი მაქაცარიამ გაიგო,

თავის უსაყვარლეს მედიკოს დედასთან ძალით წამიყვანა – დადგინდა, რომ ავთვისებიანი კიბო მქონდა…” – ამბობს ”პრაიმტაიმთან” გიორგი.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გიორგი გილიგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისმა დამ პოსტი გამოაქვეყნა:

”მეგობრებო, ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ. ღვთის წყალობით, გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად

დაგვრჩა შემდეგი ეტაპი სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, დალოცვისთვის.

ყველას ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ გისურვებთ”, – წერს გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა გილიგაშვილი.
წყარო:daqali.club

Share.