“ძალიან მძიმეა პატარა დათიკოს მდგომარეობა..” – ნახეთ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ისრაელიდან

0

8 წლის დათის ახლობელი, მანანა ხორბალაძე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
„ჩემო მეგობრებო, პატარა დათიკოს მდგომარეობა უმძიმესია. დღეს ისევ საოპერაციოდ უნდა გაეყვანათ, მაგრამ სიცხე აქვს. სოკო აღმოუჩინეს, რომელიც სწრაფად ვითარდება და ანეკროზებს უჯრედებს. ისრაელის დროით საღამოს 9-საათზე ლოცულობენ მისთვის. გთხოვთ ჩვენც შევუერთდეთ დათისთვის ლოცვას. საქართველოს დროით,საღამოს 20:00 საათზე. ევროპის დროით საღამოს 8-საათზე

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაი ნათესავისა ქრისტიანეთაისა.

ამინ! ეს ლოცვა უნდა წარმოვთქვათ სამჯერ. კურთხევა გვაქვს ისრაელიდან“, – წერს ემიგრანტი.

შეგახსენებთ, პატარა დათუნას შარტავაზე ავტომობილი დაეჯახა, ბავშვი მძიმედ დაშავდა.

Share.