“ძალიან მეშინია ვიცოდი რომ დიდი საშინელება მელოდა..” – ნახეთ რა ცუდი ამბავი შეემთხვა ლოლა წერეთელს

0

მომღერალი ლოლა წერეთელი ამბობს, რომ მას კარგი წინათგრძნობა აქვს. მისი თქმით, მოახლოებულ საშიშროებას ხშირად გრძნობს ხოლმე.„ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ადამიანებიც და ძალიან რთულია, ვინმეს ენდო. მე ძალიან მეშინია ამის, ამიტომ, ამ პერიოდში ბიზნესს ხელს არ ვკიდებ. ინტუიციას რომ თავი დავანებოთ და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ახლა არაფრის წამოწყება არ შეიძლება. სულ მქონდა საკუთარი ობიექტები და ყველაფერი კარგად მუშაობდა, მაგრამ ახლა, უმჯობესია, ხელში მიკროფონო ავიღო და ვიმღერო.რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, რაც მე მეხება, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. მე ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა. ვიცოდი, რომ რაღაც დიდი საშინელება მელოდა.

ახალი ადამიანების გაცნობისასაც ბევრ რამეს ვგრძნობ. საერთოდ, ისე ვარ შეშინებული, ადამიანებთან დისტანციას ვიცავ. ალბათ, 10-15 წელია, ასე ვარ, კარგი გამარჯობა, მოკითხვა, მაგრამ ზედმეტი სიახლოვე – არა. სულ რამდენიმე ადამიანია ჩემ ირგვლივ, ძალიან ახლობლად რომ მიმაჩნია. სულ რაღაც სამი წლის წინ, კარგი მეგობრები რომ მეგონენ, ისეთი ადამიანები დავკარგე. ვისგანაც არ ელოდები, ის რომ გღალატობს, ეს არის ყველაზე მძიმე. აღმოჩნდა, რომ, ვინც ოჯახის მეგობრებად მიმაჩნდა, სინამდვილეში ასე არ ყოფილა.დაახლოებით ათი წლის წინ, მე და ყოფილი მეუღლე დაგვაყაჩაღეს, სახლიდან ძალიან ბევრი ოქრო და ფული წაიღეს. ამ შემთხვევამდე ორი-სამი დღით ადრე, სახლში ავდიოდი და სადარბაზოში შესვლისას ვიფიქრე, ახლა რომ უცებ ვიღაცამ დამაყაჩაღოს, რა უნდა ვქნა-მეთქი. არ ვიცი, რატომ ვიფიქრე ასე, მაგრამ ფაქტია, მესამე დღეს, დილის ხუთ საათზე დაგვაყაჩაღეს. თუმცა, ამ შეგრძნებების არ უნდა გეშინოდეს. როცა წინასწარ გრძნობ, რაც უნდა მოხდეს, რამეს იღონებ და შეეცდები, თუკი შესაძლებელია, თავიდან აირიდო ის”,- ამბობს წერეთელი “თბილისელებთან”.
წყარო:statiebi.club

Share.