“ძალიან მატკინეს გული,ხუთი წელზე მეტი ერთად იყვნენ..” – ნახეთ შვილის განქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

0

ნინო ნადირაძე:
„ძალიან სამწუხარო იყო, რომ ეს ქორწინება დაიშალა. მე პირადად ძალიან მეტკინა გული. თან, მიზეზიც არ ვიცოდი წესიერად. თან, ისე მოულოდნელად მოხდა, ყოველგვარი კონფლიქტისა და საქმის გარჩევის გარეშე. ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით. ხუთი წელი ერთად იყვნენ, მაგრამ სულ ჰქონდა შერიგება-დაშორებები… ალბათ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სხვაა, ალბათ, არ იყო წყვილი, მაგრამ ამაზე ბაიამ უნდა ისაუბროს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, წინასწარ რომ მცოდნოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაინც ვიტყოდი კის, რადგან ამას მოჰყვა ჩემი შვილიშვილის დაბადება, თუმცა ძალიან ძნელია, მარტო რომ ხარ ფეხმძიმე და მარტო მიდიხარ სამშობიაროდ. ბაიაში მივიღე ტრანსფორმაცია. უცებ

მასში დაიბადა ნინო, რომელიც არასდროს მეგონა, რომ მასში ცხოვრობდა. ის უფრო ქალური იყო. კი, სწავლობდა, მაგრამ ჩემნაირად არა. არც ვცდილობდი ჩემი შვილებისთვის ზედმეტად დამეძალებინა რამე, მინდოდა, სხვა ხალისიც შეეგრძნოთ და უფრო მსუბუქები და თავისუფლები ყოფილიყვნენ. მე რაც უნდა ქერად შევიღებო თმა, ჩემი შინაგანი მძიმე ნატურა მაინც ჩანს.

მეგონა, ჩემი შვილი დეპრესიაში არ ჩავარდეს-მეთქი, მაგრამ უცებ ამ ნაზმა, კუზანოვების ნაფოფინებმა საყვარელმა შვილიშვილმა მაჯობა. თავად უვლის შვილს. არის საოცარი დედა, შრომობს უზღვავად, რომ შვილისთვის იყოს ისეთივე, როგორიც მე ვარ მისთვის. რამდენს სწავლობს და მუშაობს, თან, გენეტიკურად აღმოაჩნდა საოცარი ხელი პლასტიკაში, ერთი სული მაქვს, როგორ ამობრწყინდება ახალი კაშკაშა კუზანოვი. არ მიყვარს ჩემი შვილების შექება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩემი შვილით… არ მეგონა, რომ ასეთი კერკეტი კაკალი იყო…“
წყარო:dainteresdi.club

Share.