”ძალიან კარგი ბიჭია, სახლი ბანკმა გაუყიდა და…” – ბანკში შეჭრილ მძარცველს ფული არ უნდა, ნახეთ რას ითხოვს ის სინამდვილეში

0

მძარცველი რომელიც ცოტახნის წინ მიკროსაფინანსოში შეიჭრა ბორჯომელი, ლევან ზურაბიშვილია. ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც მისი მეზობელი ”პრაიმტაიმთან” ყვება:
„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს, თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – გვიყვება თავდამსხმელის მეზობელი.
მოთხოვნები ასეთია:
„ჩემი მოთხოვნა არის ასეთი, შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი: პირველი, აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები. მეორე, ბანკებს მიეცეს მარტო უფლება წლიური 7 პროცენტი, რომ დავიღალეთ. ცოტა ჯიბიდან ამოიღეთ

და მესამე მოთხოვნა წამლები, მოხუცი ხალხი ხმარობს ძირითადად წამლებს. ცოტა შეამცირეთ წამლების ფასი, დააწესონ მხოლოდ 10 პროცენტის მოგების უფლება“, – ამბობს მძარცველი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებშიც გრძელდება სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე. არსებული ინფორმაციით შეიარაღებულ მამაკაცს 9 მძევალი ჰყავს

შეგახსენებთ წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა, მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი…
წყარო: bednierebis.club

Share.