თბილისის მერმა საავდმყოფო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. პირველ ფოტოს კლინიკიდან მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.
კალაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწევს, სახლში მკურნალობის გაგრძელება.
“უკეთესად ვგრძნობ თავს” – აღნიშნა თბილისის მერმა.თბილისის მერი რამდენიმე დღეა ბოხუას სახელობის კლინიკაში მკურნალობს. მან რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო
კვლევებისთვის იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.კალაძის საბოლოო დიაგნოზი ვესტიბულოპათია იყო.
წყარო:ambavi.club