“ძალიან გთხოვთ წაშალეთ ელის მარიას ფოტოები..” – ნახეთ რატომ გაბრაზდა სოფო ნიჟარაძე, მომღერალი შვილის ფოტოების წაშლას ითხოვს

0

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილის, ელის მარია სააკაშვილის არა ერთი ფოტო-ვიდეო გავრცელდა.
ცოტა ხნის წინ პატარა ელის მარიას ახალი ფოტოები სოფო ნიჟარაძის „ფანგვერდმაც“ გამოაქვეყნა.
ფოტოს კომენტარებში კი მალევე გამოჩნდა სოფო ნიჟარაძის კომენტარი, სადაც მომღერალი მცირეწლოვანი შვილის დამუშვებული და დაფოტოშოფებული ფოტოების წაშლას ითხოვს.
„გთხოვთ, დამუშავებული ფოტო წაშალოთ! მცირეწლოვანი ბავშვის უნებართვოდ ფოტოს დამუშავება და დადება არ არის სწორი. აიღეთ ფილტრიანი, დაფოტოშოფებული ფოტოები!“, – წერს პოსტის კომენტარებში სოფო ნიჟარაძე


წყარო: dainteresdi.club

Share.