მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი შეეძინა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სოფომ ნიუ იორკში იმშობიარა, სადაც ის ბოლო რამდენიმე თვეა დედასთან ერთად იმყოფება. ერთ-ერთი მეგობრის ცნობით, პატარას ალის-მარია დაარქვეს.
ვინ არის ბავშვის მამა და სოფოს რჩეული, ამაზე საუბრისგან მომღერლის მეგობრები თავს იკავებენ და ამბობენ – „როცა საჭიროდ ჩათვლის, თავად ისაუბრებს ამაზე”.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალი ბოლო დროს “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე ძველებურად აღარ აქტიურობდა და სურათებსაც აღარ აქვეყნებდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ, 2 ივნისს მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა და გოგონას ელის-მარია დაარქვა. ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ფაქტით ძალიან გახარებულები არიან საქართველოში მყოფი მომღერლის მეგობრები.