”ძალიან გახარებული ვარ უთვალავი მოლოცვა მივიღე…” – ნახეთ რა მაგარი ამბავი გაიგო ხათუნაზე მონასტერში მყოფმა ზურა ხაჩიძემ

0

ზურა ხაჩიძე 41 წლის გახდა. განსხვავებული დაბადების დღე აქვს, 25 დეკემბერს პირველად შეხვდა მონასტერში. უკვე რამდენიმე კვირაა ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

“ძალიან კარგი განწყობით ვარ. პირველი წელია მონასტერში შევხვდი ამ დღეს და არ აღვნიშნავ. მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის. 20 წელია ერთი წელიც არ ჩავარდნილა, სულ კონცერტი მაქვს 25 დეკემბერს. “ქუჩის ბიჭებს” ტრადიცია გვქონდა და ამ დღეს კონცერტს ვმართავდით. ძირითადად “ბერიკონში”.

მილოცვების ტალღას მაინც ვერ ავცდი. უამრავ მილოცვას ვიღებ. ამდენი თბილი სიტყვისთვის ყველას მადლობას გეტყვით.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ხათუნას კარგად ყოფნაა, რისთვისაც ჩავიფიქრე აქ წამოსვლა, მისი გამოჯანმრთელებისთვის.

სხვათა შორის, ერთი კვირით ჩამოვედი თბილისში, სისხლის ანალიზები აიღო და კარგი პასუხები აქვს! ძალიან გახარებული ვარ. მადლობა უფალს, ჩემს თხოვნას რომ ისმენს.

ჩემს ცხოვრებაში ღმერთის ხელი ურევია. სხვანაირად იმ ყველაფერს ვერც მივაღწევდი, რაც მაქვს და არც ხალხის ამხელა სიყვარული მექნებოდა. ბედნიერი ვარ…”. წყარო:sauketeso.club

Share.