“ძალიან გაუხარდა საფულე რომ დავუბრუნე..” – ნახეთ ვინ არის ბიჭი რომელმაც ფულით სავსე საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

0

თორნიკე ნინიკაშვილმა, რომელიც დედაქალაქში კურიერად მუშაობს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საფულის ფოტო, რომელიც ქუჩაში იპოვნა და ნიკოლოზ კიკნაძეს ეკუთვნოდა:
„ქუჩაში ვნახე იქნებ როგორმე მივაკვლიოთ ძალიან ბევრი ფული აქვს დაკარგული“.
მოგვიანებით, კომენტარებში დაწერა, რომ საბუთები და ფული მფლობელს გადასცა:
“გადავეცი უკვე საფულე, ძალიან გავახარე ვერ ავღწერ ამ სიხარულს მაპატიეთ”.
მის ქმედებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:

“გაიხარე კარგო ვაჟკაცო, ჩემი შვილის გახარებისთვის!”

“წარმიმიდგენია თქვენი სიხარული, ყველაზე დასაფასებელი შეგრძნებაა, დაკარგულს რომ დაუბრუნებთ”.

“რა კარგი ბიჭი ხარ თორნიკე გაიხარე! ყოჩაღ, გადასარევი საქმე გააკეთე შვილო, უფალი დაგლოცავს”

“სიკეთე არ იკარგება კარგო ადამიანო! ერთი ათასად დაგიბრუნდება”.

“თქვენი სიხარული უფრო წარმოვიდგინე. სულ სიკეთით და სიკეთეში გეცხოვროთ”.

“ამდენი ხალხის სიყვარულს რა ორდენი, რა მედალი შეედრება და გადაამეტებს? იდღეგრძელე… მადლობა შენს ოჯახს, შენს მშობლებს…”

“ასე არ სჯობია? ნეტა რამდენი უდნა ყოფილიყო თანხა, ეს ადამიანობა რომ გადაწონოს? ძაან მაგარი კაცი. მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, ამ კაცს სულ ცოტა 1000 ლარით მაინც დავასაჩუქრებდი.”

“თქვენნაირი ადამიანები არსებობენ… ამ ქვეყანას მომავალი აქვს”.

“ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება ასმაგად გაკეთებული სიკეთე!”

“შენ იარე წაღმა შვილო!” წყარო:bednierebis.club

Share.