“ძალიან ბედნიერები იყვნენ და ერთმა წუთმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა,მთელი გზა ვფიქრობდი როგორ მეთქვა. ნიკა ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ..”

0

ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკოლოზ წულუკიძეს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მაშინ იმედში ვმუშობდით.. დილის 7 საათზე იწყებოდა მისი სამუშაო გრაფიკი და საღამოს 10 საათზე სრულდებოდა. დაახლოებით 10 სამსახურში მუშაობდა. აკოწიწებდა თითოეულ თეთრს, რომ შეეკოწიწებინა ის ბედნიერება, რომელიც მას ჰქონდა.მე მახსოვს მისი პირველი სიყვარულის სიხარული. მოტივირებული იყო ოჯახზე, როგორ უნდოდა შვილები. როგორ იყიდა სახლი. ყველაზე მეტად მასთან სტუმრობა გვიყვარდა, ნიკას კეთილი ენერგეტიკა იყო მთელ სახლში. როგორი ბედნიერები იყვნენ და

ერთმა წუთმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. სასტიკი ამბავი დაემართა. არ ვიცი, როგორ გამოვხატო მწუხარება. რომ მოვდიოდი მთელი გზა ვფიქრობდი როგორ მეთქვა.
ძალიან მიყვარს ნიკა და ძალიან უყვარს მთელ საქართველოს და მან ეს სიყვარულის ენერგია უნდა მიიღოს ყოველდღე, რომ მას, მის ცოლს, მის მშობლებს გააძლებინოს. ნიკა გვიყვარხარ ყველას და მგონია ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ შენ ეს რთული დღეები გაიარო. შეძლებისდაგვარად გაიარო და გაუძლო იმ უბედურებას რასაც ახლა გადიხარ და რაც მომავალში გელოდება. უყვარხარ მთელ საქართველოს შენ და შენი ოჯახი”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
წყარო:daqali.club

Share.