“ძალიან აწუხებს ეს დაავადება, ექიმიების დაკვირვების ქვეშ არის..” – ნახეთ რა დაავადებას ებრძვის ბუბა კიკაბიძე

0

ბუბა კიკაბიძეს ჯერჯერობით, ვაქცინა არ გაუკეთებია. როგორც არტისტის გერი, მსახიობი მარინა საღარაძე ამბობს, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.
“ცოტა ავადმყოფობს. ხომ იცით, ქრონიკული დაავადება აქვს და ძალიან აწუხებს. რას იზამ, ასაკი თავისას შვრება. დიალეზზე დადის და ეგ არის. ყველაფერს ექიმები განაგებენ. ჯერ არ აძლევენ ვაქცინის გაკეთების საშუალებას. რომ ვკითხე, როდის იცრები-მეთქი, ჯერ

არ შეიძლებაო.ზოგჯერ სათევზაოდ თუ წავა. ძალიან უყვარს თევზაობა. დღესაც დაპატიჟეს, ცოტა ხნით წავიდა. წინათ საათების მანძილზე თევზაობდა. ახლა საყვარელი საქმით ცოტა ხნით თუ დაკავდება. თევზაობა ბუბას ერთადერთი სერიოზული ჰობია. ხან იჭერს, ხან – არა. ადგილს გააჩნია, თუ ბლომად თევზია, დაიჭერს”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” მომღერლის გერმა.
წყარო:geoambebi.com

Share.