“ძაან გა­ი­გებს ცოტ­ნე, კოშკშია თუ სად არის..” – ნახეთ ცოტნეს დედა სახლში არ უშვებს,რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

0

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ძმის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს და ამ­ბობს, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს ცოტ­ნეს სახ­ლის­გან შორს ყოფ­ნა აფერ­ხებს. როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერს, სახლში შეშვებაზე ცოტნეს დედა ამბობს უარს.“ეს წე­რი­ლი ეკუთ­ვნის ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა. ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა,

გერ­მა­ნი­ა­ში ცნო­ბილ­მა ნევ­რო­ლოგ­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ცოტ­ნეს­თვის არ ითა­კი­ლა ექთ­ნის, სა­ნიტ­რი­სა და ექი­მის ფუნ­ქცი­ის ერ­თდრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა, ხოლო შემ­დეგ სირ­ბი­ლით მისი სა­წო­ლის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­გო­რე­ბა. იქაც თავ­ზე ადგა. არ იყო მის­თვის შა­ბა­თი და კვი­რა, დღე და ღამე – მუდ­მი­ვად იდგა ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე, სა­ნამ სამ­შვი­დო­ბოს არ გა­იყ­ვა­ნა იგი. 9 თვე გა­ვი­და მას შემ­დეგ.

დღე­საც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ქვე­შაა ცოტ­ნე ყო­ველ­გვა­რი სას­ყიდ­ლის გა­რე­შე. დიახ, პრო­ფე­სო­რი ქრის­ტო­ფერ კე­ლინ­გჰა­უ­ზი ის კა­ცია, ვინც ცოტ­ნე და­ღუპ­ვის­გან იხ­სნა.სწო­რედ მისი კა­ტე­გო­რი­უ­ლი რჩე­ვი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის გამო გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში მოხ­და ცოტ­ნეს დაბ­რუ­ნე­ბა თბი­ლის­ში. “იცო­დეთ, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს მი­ნი­მუმ 50 პრო­ცენ­ტით აფერ­ხებთ მისი წლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ყოფ­ნი­თა და სა­კუ­თა­რი სახ­ლი­სა და გა­რე­მოს­გან ამ­დე­ნი ხნით მო­ცი­ლე­ბით”, იყო მისი მო­თხოვ­ნა – ცოტ­ნეს­თვის პო­ზი­ტი­უ­რი, მშვი­დი, მის­თვის საყ­ვა­რე­ლი და ახ­ლო­ბე­ლი გა­რე­მოა ახლა სა­ჭი­რო, რო­მელ­შიც და­დე­ბი­თი მუხ­ტის მი­ღე­ბის გარ­და, მოხ­დე­ბა ემო­ცი­უ­რი და მხედ­ვე­ლო­ბი­თი მეხ­სი­ე­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მო­გო­ნე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხელს შე­უ­წყობს ნე­ი­რო­ნებს შო­რის კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას, აღ­დგე­ნა­სა და მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას!

ასე­თი ად­გი­ლი კი მხო­ლოდ მისი სახ­ლია, სა­დაც მან ბავ­შვო­ბა და სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა. სამ­წუ­ხა­როდ უდი­დე­სი ექი­მი­სა და ადა­მი­ა­ნის ეს რე­კო­მენ­და­ცია დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია: ცოტ­ნეს არ ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა, რის გა­მოც გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა. სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა გი­ორ­გის სარ­ჩე­ლი, თუმ­ცა მე­ო­რე მხა­რე ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლოს და გა­ი­წე­ლოს ცოტ­ნეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.

“ძაან გა­ი­გებს ცოტ­ნე, კოშკშია თუ სად არის. მის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სად იქ­ნე­ბა” – ზუს­ტად ამ სი­ტყვე­ბით ამ­ბობს უარს ცოტ­ნეს სა­კუ­თარ სახ­ლში შეშ­ვე­ბა­ზე მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რო დედა…

მაშ ასე, გა­ე­ცა­ნით პრო­ფე­სორ კე­ლინ­გჰა­უ­ზის წე­რილს და დას­კვნე­ბი იმის შე­სა­ხებ, გა­ი­გებს თუ არა ცოტ­ნე “კოშკშია თუ სად არის’’, თქვენ­თვის მო­მინ­დვია.ეს წე­რი­ლი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სწო­რედ მა­შინ მოგ­ვწე­რა, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ მისი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ვერ შეს­რულ­და. არც ისე იო­ლია, ცოტ­ნე­ზე გა­და­ყო­ლილ უცხო ადა­მი­ანს აუხ­სნა, თუ რა­ტომ ხდე­ბა მისი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა…

ტექ­სტის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი:

“ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო, ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო­ბა­ტონ გამ­სა­ხურ­დი­ას აქვს ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა ტრავ­მის შე­დე­გად, რო­მელ­საც რა­მო­დე­ნი­მე გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვა.მისი ყოფ­ნი­სას ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2021 წლის აპ­რი­ლი­დან ივ­ნი­სამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მისი რო­გორც მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის, ასე­ვე კოგ­ნი­ტი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. თუმ­ცა მისი აქ ყოფ­ნის და­სა­წყი­სი­დან­ვე ჩან­და, რომ ერთ წელ­ზე მეტ­ხანს უცხო­ე­თის სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ყოფ­ნის შემ­დეგ, მისი ფუნ­ქცი­ე­ბის შემ­დგო­მი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­დე­საც იგი სამ­შობ­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს, მას უკვე შე­ეძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც მას­თან ემო­ცი­ო­ნა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი იყ­ვნენ.ეს ემო­ცი­უ­რი სტი­მუ­ლი, რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს კონ­ტაქტს მის­თვის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­გო­რი­ცაა მისი მე­უღ­ლე და ძმე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში.ამი­ტო­მაც, ჩემი აზ­რით მისი ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუკი მას გა­და­იყ­ვა­ნენ თა­ვის ყო­ფილ სახ­ლში, სა­დაც და­ი­ბა­და და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა.

მეხ­სი­ე­რე­ბის ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლო პროგ­რე­სის სი­დი­დე და მნიშ­ვნე­ლო­ბა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი არ უნდა იქ­ნეს.სა­კუ­თარ სახ­ლში მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხეს შე­უქ­მნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რე­სის შე­დეგს, რო­მე­ლიც აქამ­დეა მიღ­წე­უ­ლი.სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით­დოქ­ტო­რი ქრის­ტოფ კე­ლინ­გჰა­უ­ზი” – წერს გამ­სა­ხურ­დია.

Share.