“ცხრა წლის ბავშვზე 5 წელი ძალადობდა ოჯახის წევრი..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა მოძალადე

0

მამინაცვალი არასრულწლოვან გერზე შანტაჟით და მუქარით, ხუთი წლის განმავლობაში ძალადობდა.
45 წლამდე კაცი თელავის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოზარდის დედა „კურიერს“ უყვება, რომ მამინაცვალმა ბავშვზე ძალადობა 2017 წლიდან დაიწყო. მაშინ გოგონა მხოლოდ 9 წლის იყო. მომხდარის შესახებ ძალადობის მსხვერპლმა დედას რამდენიმე თვის წინ უამბო. ქალმა ფაქტი პოლიციას აცნობა. უმძიმეს დანაშაულში მხილებული მამინაცვალი იმავე დღეს დააკავეს.

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების გარდა, მამაკაცი ფიზიკურად უსწორდებოდა მეუღლესაც, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდში. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ მას ბრალი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზეც წარუდგინა.

გოგონა, რომელიც 5 წლის განმავლობაში მამინაცვალის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ახლაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის სასამართლოში ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხეს.

Share.