ცოტახნის წინ მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის ახალგაზრდა გოგონა, ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებენ. როგორც ცნობილი ხდება ნინო მაღაზიაში მუშაობდა, ის სწორედ იქ გახდა შეუძლოთ.
”ნინო მკურნალობით ძალიან უკმაყოფილო იყო. ამბობდა სრული უყურადღებობაა, წყალს ვითხოვ რამდენი ხანია და არავინ არის, რომ მომაწოდოსო. პერიოდულად მძიმდებოდა და უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, ჩემთან რომ ჩამოიყვანეს, უკვე გვიან იყო და ვერაფერს გავხდებოდიო. გოგოს ტუჩები ჰქონდა დალურჯებული, სიმწრისგან იკვნეტდა, ალბათ.”
როგორც “ტვ პირველთან” მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ლიკა მუმლაძე აცხადებს, 24 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა ორმხრივი პნევმონია, გარდა ამისა, ახალგაზრდა გოგონა იყო ჭარბწონიანი და ორგანიზმში დაფიქსირდა შაქრის მაღალი შემცველობა. მედიკოსის თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში “თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან” გადაიყვანეს, სადაც მას არ ჰქონდა დადასტურებული ვირუსი.